საუბარია მილანურ ინტერზე, მაგრამ არა რომაულ ჟუანზე. 20 წლის ჟუან ჟეზუსმა, რომელიც აქამდე ბრაზილიურ ინტერნასიონალში გამოდიოდა ინტერში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
ბრაზილიაში ჟეზუსს საკმაოდ ტალანტურ მცველად თვლიან, შესაბამისად მილანურმა კლუბმა მისი ხელიდან გაშვება დანაშაულად ჩათვალა.
როგორც ინტერნაციონალეს ჩვეული ტაქტიკაა, ფეხბურთელი კლუბის ღირსებას წელს არ დაიცავს. იგი ნოვარაში განათხოვრდება არენდის წესით, რათა იქიდან მოაწონოს თავი "შავ-ლურჯი რაინდების” თავკაცობას.
|