მილანის ინტერის ერთ-ერთი ლიდერი უესლი სნეიდერი აცხადებს, რომ იგი მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის წინააღმდეგი არაა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ წითელ ეშმაკებს იტალიური კლუბისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ.
კითხვაზე, უნდა თუ არა მას მანჩესტერში გადასვლა, სნეიდერი შემდეგნაირად პასუხობს: "კი, მაგრამ ინგლისელებს ოფიციალური წინადადება არ გაუკეთებიათ. არაოფიციალურ დონეზე საუბრები იყო. დღესდღეობით ინტერის ფეხბურთელი ვარ და სავარაუდოდ, 31 აგვისტოს შემდეგაც ასე იქნება. თუმცა, ჩემი წასვლის შანსი კვლავ არის. ჩემზე ძალიან ცოტა რამაა დამოკიდებული. ინტერის წარმომადგენლებმა გასაგებად განაცხადეს - თუ იქნება კარგი შემოთავაზება, ისინი ჩემს გაყიდვას დასთანხმდებიან” – ციტირებს ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველის სიტყვებს BBC.
|