კვირა, 22.12.2024, 20:29
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 12


მილანის "ინტერის" თავდამსხმელი დიეგო მილიტო მიიჩნევს, რომ ეტო'ოს წასვლის შემდეგ გუნდი არ დასუსტდება.

"რა თქმა უნდა, ეტო'ოს წასვლა გუნდისთვის დანაკარგი იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, "ინტერი" სეზონს მაინც კარგად ჩაატარებს.

ჩვენ კარგი შემადგენლობა გვყავს და შესაძლოა, ზაფხულის ბოლომდე ახალი ფეხბურთელები კიდევ დაგვემატონ. სამუელი წავა თუ არა გუნდიდან, ჯერჯერობით დაუზუსტებელია. ამის მიუხედავად, ჩვენ ისევ ძლიერები ვართ და მომავალი სეზონისთვის მზად ვართ", - განახცადა მილიტომ.
ნანახია: 606 | დაამატა: interista | თარიღი: 12.08.2011 | კომენტარი (6)



იმავე წყარომ, რომელიც "ინტერის” ნახევარმცველ უესლი სნეიდერს ლამის ყოველდღე "მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებდა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ "წითელმა ეშმაკებმა” ჰოლანდიელ ნახევარმცველზე უარი თქვეს.

27 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი, "წითელი ეშმაკების” რიგებში პოლ სქოულზის შემცვლელად მოიაზრებოდა.

გამოცემას ციტატაც მოჰყავს: "სნეიდერის გადაბირების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას, მასთან სახელფასო ანაზღაურებაზე ვერ შევთანხმდით”, – ამბობს "სანდო წყარო”. სნეიდერმა ხელფასის სახით, კვირაში 220 ათასი ევრო მოითხოვა. ფეხბურთელის ტრანსფერი 34 მილიონ ევროდ იყო შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობს. მათ უკვე შეიძინეს დავიდ დე ხეა, ეშლი იანგი და ფილ ჯონსი. საერთო ჯამში, "წითელმა ეშმაკებმა” ახალი ფეხბურთელების შესაძენად 56 მილიონი ევრ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 721 | დაამატა: interista | თარიღი: 12.08.2011 | კომენტარი (9)



მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი დიეგო ფორლანი მილანის "ინტერის" მთავარი სამიზნე გახდა. იტალიელები სამუელ ეტო'ოს შემცვლელად ურუგვაელ ფეხბურთელს მიიჩნევენ.

შეგახსნებთ, რომ 32 წლის ფორვარდით "ბეშიქთაში", "სან-პაულო" და "ალ-ვასლი" ინტერესდებოდნენ. ასევე ფორლანის შეძენას რუსეთის "ტერეკი" ცდილობდა, თუმცა თავდამსხმელმა რუსებს უარი უთხრა.
ნანახია: 669 | დაამატა: interista | თარიღი: 12.08.2011 | კომენტარი (6)



მილანის "ინტერის" თავდამსხმელი სამუელ ეტო'ო მახაჩყალის "ანჟიში" 21 აგვისტომდე გადავა.

ცნობილი გახდა, რომ მხარეები მოლაპარაკებას ტრანსფერის შესახებ დღეს გააგრძელებენ. რუსეთის კლუბის ბოლო შეთავაზება 25 მილიონი ევროა, თუმცა იტალიელები ფეხბურთელს 30 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობენ.

მოსალოდნელია, რომ მხარეები 27-28 მილიონ ევროზე შეთანხმდებიან.
ნანახია: 632 | დაამატა: interista | თარიღი: 12.08.2011 | კომენტარი (3)



მილანის "ინტერის” მეკარე ჟულიო სეზარი გუნდის ნახევარმცველის უესლი სნეიდერის და თავდამსხმელის, სამუელ ეტოოს წასვლის წინააღმდეგ გამოდის.

"მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გუნდს არ დატოვებს არც სნეიდერი და არც ეტოო. ეს ორი ადამიანი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან და გუნდის ერთპიროვნულ ლიდერებად მივიჩნევ.

ვთვლი, რომ თუ გუნდის ხელმძღვანელობას ტიტულების მოგება სურს, ისინი არსად არ უნდა გაუშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბს გაუჭირდება”.

შეგახსენებთ, სნეიდერის ტრანსფერი "მანჩესტერ იუნაიტედში” იგეგმება, ხოლო სამუელ ეტო მახაჭკალის "ანჟის” ინტერესის სფეროა.
ნანახია: 699 | დაამატა: interista | თარიღი: 12.08.2011 | კომენტარი (1)



"მანჩესტერ იუნაიტედი" "ინტერის" ნახევარმცველის ვესლი სნეიდერის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე არ აპირებს.

ადრე "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებების წარმოება თავად ფეხბურთელმა დაადასტურა. თუმცა ჰოლანდიელის თქმით, "წითელ" ეშმაკებს "ინტერისთვის" ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ.

გასულ კვირას იმასაც იტყობინებოდნენ, რომ სნედიერი "მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან ახლოსაა.
ნანახია: 572 | დაამატა: interista | თარიღი: 12.08.2011 | კომენტარი (1)

საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter