მთავარი » 2011 » აგვისტო » 05
მილანის "ინტერის” ლეგენდა, სანდრო მაცოლა თვლის, რომ "ნერაძურის” წარმატების მიღწევა უესლი სნეიდერის გარეშეც შეუძლია და დარწმუნებულია, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი ახალი სეზონიდან "მანჩესტერ იუნაიტედში” ითამაშებს.
"ვიცი, რომ სნეიდერმა ინგლისური მხარისგან შესანიშნავი შეთავაზება მიიღო და "მანჩესტერში” გადასვლაზე სერიოზულად ფიქრობს. ვთვლი, რომ "ინტერისთვის” ეს პრობლემა სულაც არაა, მაშინაც კი, როცა ჰოლანდიელი ტრავმირებული იყო, "ნერაძური” კარგად გამოიყურებოდა, თანაც ერთი ფეხბურთელი არასდროს არსად არაფერს წყვეტს და მის გარეშე გუნდის სათამაშო ტაქტიკის შემუშავება საკმაოდ მარტივად შეიძლება”, – ამბობს მაცოლა.
ნანახია:
775
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
05.08.2011
|
|
მილანის "ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯანპიერო გასპერინიმ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება იტალიის სუპერთასის ეგიდით პეკინში გასამართი მილანური დერბი, მისი მუშაობის ხარისხთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანა ძალიან ნაადრევია. 53 წლის სპეციალისტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი გუნდი მხოლოდ გამარჯვებაზე ითამაშებს. "ვფიქრობ, რომ დასკვნების გამოტანა ჯერ ძალიან ადრეა. გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მხოლოდ პირველ ოფიციალურ მატჩს ვატარებ და იმის მიუხედავად, როგორ დასრულდება ის, ნურავინ იტყვის რომ კარგად ან ცუდად ვმუშაობ. რაც შეეხება ჩემს პროგნოზს, წინასწარ რაიმეს თქმას ყოველთვის ვერიდები, გპირდებით მხოლოდ იმას, რომ "ინტერი” გამარჯვებისთვის ყველა
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
655
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
05.08.2011
|
|
"ინტერის" ნახევარმცველის ვესლი სნეიდერის თქმით, იტალიის სუპეთასის შეხვედრაში, სადაც "ინტერი" "მილანს" დაუპირისპირდება, დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი გამარჯვებას მოიპოვებს. ჰოლანდიელის აზრით ეს შეხვედრა მისი ფეხბურთელებისთვის გარკვეული გამოცდა იქნება. შეგახსენებთ, რომ იტალიის სუპეთასის შეხვედრა 6 აგვისტოს პეკინში გაიმართება. გასული სეზონის ორივე დერბში გამარჯვება "მილანმა" იზეიმა.
"მართალია წინა ორივე დერბი წავაგეთ, მაგრამ გამარჯვებებიც გვაქვს. ჩვენ ვიცით როგორ ვეთამაშოთ მეტოქეს. ბურთის მუდმივ ფლობას ყოველთვის კარგი შედეგი არ მოაქვს. ერთი სული მაქვს თამაში როდის იქნება", - განაცხადა სნეიდერმა.
ნანახია:
622
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
05.08.2011
|
|
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა დემეტრიო ალბერტინიმ განაცხადა, რომ არის საფრთხე, სერია А-ს დაწყება გადაიდოს.
იტალიის საფეხბურთო ასოციაციაა უკმაყოფილოა იმით, რომ სპორტსმენების უფლებების შესახებ ლიგასთან მოლაპარაკება დროულად არ დასრულდა. მოლაპარაკებები დღემდე გრძელდება.
"აქ ისეა, როგორც ნბა-ში. თუ ხელშეკრულება
ხელმოწერილი არ არის, სეზონი არ დაიწყება", - თქვა ალბერტინიმ. შეგახსენებთ, რომ სერია A-ს პირველი ტური 28 აგვისტოს უნდა ჩატარდეს.
ნანახია:
633
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
05.08.2011
|
| |
|
|