მთავარი » 2011 » აგვისტო » 22
"ინტერის" მცველ მაიკონს მარჯვენა მუხლის მენისკის ოპერაცია დროულად ჩაუტარდა. ბრაზილიელს ქრონიკული ტრავმა აწუხებდა და ოპერაცია რიო დე ჟანეიროში გაიკეთა.
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა ექიმმა ხოსე ლუის რანკომ, რომელიც სამედიცინო ბრიგადის მუშაობას ხელმძღვანელობდა, "ინტერის" სამედიცინო შტაბის უფროსს ფრანკო კომბის შეატყობინა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
ნანახია:
661
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
22.08.2011
|
|
მილანის "ინტერი" შეეცდება მადრიდის "რეალისგან" ბრაზილიელი ფეხბურთელი კაკა შეიძინოს.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მასიმო მორატი კაკას შეძენით იყო დაინტერესებული, თუმცა კლუბს მაშინ საკმარისი თანხა არ გააჩნდა. სამუელ ეტო'ოს გაყიდვის შემდეგ ეს პრობლემა აღარ იქნება.
ასევე მოსალოდნელია, რომ კაკას იტალიაში გადასვლის შემთხვევაში "ინტერი" სნეიდერის გაშვებას შეეცდება.
ნანახია:
767
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
22.08.2011
|
|
"ინტერის" ნახევარმცველმა ესტებან კამბიასომ ფორვარდ სამუელ ეტოოს მახაჭყალის "ანჟიში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.
"ეტოო ჩვენს გუნდს ბოლო ორი წლის მანძილზე ძალიან დაეხმარა. მისი გადასვლა ჯერ ოფიციალურად არ არის გაფორმებული. თუმცა "ინტერის" ისტორიაში ბევრი დიდი ჩემპიონი იყო, რომელთა სხვა ლიგაში გადასვლის შემდეგაც "ინტერი" "ინტერად" რჩებოდა", - განაცხადა კამბიასომ.
ნანახია:
587
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
22.08.2011
|
| |
|
|