კვირა, 22.12.2024, 20:15
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 17


როგორც ჩანს „ინტერის" პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში საბოლოო წერტილი დასვა უესლი სნეიდერის „იუნაიტედში" გადასვლის საკითხთან დაკავშირებით.

აგრეთვე თუ გავითვალისწინებთ ფერგის ინტერვიუებს, სერ ალექსი ძალიან კმაყოფილია ახალგაზრდების თამაშით და არ აპირებს მათთვის სათამაშო დროის შეზღუდვას, სნეიდერის „წითლებში" გადმობარგების ხარჯზე. ასე რომ, დიდი ალბათობით ჰოლანდიელი ნახევარმცველი „ნერაძურაში" დარჩება:

„ჩვენამდე ოფიციალურად არასოდეს მოსულა შემოთავაზება სნეიდერის შესახებ. მოკლედ რომ ვთქვათ, უესლი სნეიდერი არსად წავა!" - ამბობს ინტერვიუში მასიმო მორატი.
ნანახია: 850 | დაამატა: interista | თარიღი: 17.08.2011 | კომენტარი (4)



მილანის "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ იმ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებითაც მილანური კლუბია დაინტერესებული.

"სახელები, რომლებზეც პრესაში წერენ, სინამდვილეს შეესაბამება. ტევესით, ფორლანით და ლავესით მართლაც დაინტერესებულნი ვართ.

ტევესთან მოლაპარაკების მიღწევა მართლაც რთული იქნება, მაგრამ დანარჩენი ორი ფეხბურთელის ხელში ჩაგდება რეალური ჩანს. ვნახოთ, როგორ წარიმართება ყველაფერი", - თქვა მორატიმ.
ნანახია: 626 | დაამატა: interista | თარიღი: 17.08.2011 | კომენტარი (3)



მილანის "ინტერის” მარჯვენა მცველი დუგლას მაიკონი თავის გუნდს ტრავმის გამო უახლოეს მომავალში ვერ დაეხმარება. 30 წლის ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის მენისკი ვარჯიშზე დაიზიანა.

Football Italia-ს ცნობით, მაიკონს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. ფეხბურთელს ოპერაცია სამშობლოში, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ექიმის, ჟოზე რანკოს მეთვალყურეობის ქვეშ ჩაუტარდება.

ასე რომ, მაიკონი "ინტერს” სერია A-ს საწყის ტურებში ვერ დაეხმარება და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის რამდენიმე შეხვედრასაც გამოტოვებს.
ნანახია: 685 | დაამატა: interista | თარიღი: 17.08.2011 | კომენტარი (3)



მილანის "ინტერის" ბრაზილიელმა მცველმა ლუსიომ კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე გაახანგრძლივა.

ოფიციალური განცხადება მხარეებს შორის ახლო მომავალში გავრცელდება. შეგახსენებთ, რომ ლუსიო იტალიურ კლუბში 2009 წლიდან გამოდის.
ნანახია: 603 | დაამატა: interista | თარიღი: 17.08.2011 | კომენტარი (3)



დღეს "ანჟისა" და "ინტერს" შორის მოლაპარალებათა მორიგი რაუნდი გაიმართება, რომელიც ეტო'ოს ტრანსფერს ეხება.

როგორც ცნობილია, მახაჩყალელები კამერუნელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 22 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებენ, როცა იტალიელები ფორვარდის გაყიდვიდან 30 მილიონი ევროს მიღებას აპირებენ.

შეგახენებთ, რომ თვითონ ფეხბურთელი "ანჟისთან" 3-წლიან კონტრაქტზე ხელის მოწერაზე დათანხმდა, რომლის მიხედვით კამერუნელი წელიწადში ხელფასის სახით 20 მილიონ ევროს მიიღებს. ხვალ სამუელ ეტო'ო სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ნანახია: 606 | დაამატა: interista | თარიღი: 17.08.2011 | კომენტარი (2)



მილანის "ინტერის" ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასასვლელად ხელფასის შემცირებაზეც მიდის.

ამბობენ, რომ ცოტა ხნის წინ "იუნაიტედი" ჰოლანდიელის გადაბირებასთან ახლოს იყო და იტალიურ კლუბთან ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმებულიც გახლდათ. თუმცა სნეიდერის მოთხოვნა ძალიან დიდი აღმოჩნდა და ინგლისელებმა გარიგებაზე უარი თქვეს.

ახლა კი 27 წლის ფეხბურთელი მზადაა, თავისი მოთხოვნა შეამციროს და იმედოვნებს, რომ "იუნაიტედი" ახალი წინადადებით დაბრუნდება.
ნანახია: 620 | დაამატა: interista | თარიღი: 17.08.2011 | კომენტარი (2)



Trofeo Tim - ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც სამი იტალიური გრანდი, ტურინის "იუვენტუსი”, მილანის "ინტერი” და მილანის "მილანი” მონაწილეობს.სამივე გუნდი ერთმანეთთან 45 წუთიან ტაიმებს ითამაშებენ, ფრის დასრულების შემთხვევაში პენალტების სერია ინიშნება.ძირითად დროში გამარჯვების შემდეგ გუნდს 3 ქულა ეწერება, თერთმეტმეტრიანებში მოგებას კი 2 ქულა მოაქვს.დამარცხებულიც შესაბამისად 0 ან 1 ქულას იღებს.ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში, თასის მფლობელად ურთიერთშეხვედრაში გამარჯვებული გუნდი სახელდება.

ტურნირი 2001 წლიდან იღებს სათავეს და 2011 წლის 18 აგვისტოს Trofeo Tim რიგით მეათედ ჩატარდება. ტურნირის პირველი გამარჯვებული როსონერია, ბოლო ნერიაძური. ბიანკონერებმა ორივე მატჩის მოგება მხოლოდ ერთხელ მოახერხეს და თასს 2009 წელს, ჩირო ფერარას მწვრთნელობისას დაეუფლნენ. ყველაზე მეტჯერ "სამ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 724 | დაამატა: interista | თარიღი: 17.08.2011 | კომენტარი (4)



მოგეხსენებათ,მახაჩკალის "ანჟიმ" მილანის "ინტერს" კამერუნელი ფორვარდის სამუელ ეტოოს სანაცვლოდ რეკორდული თანხა შესთავაზა. ეტოოს კი ხელფასის სახით წელიწადში 20 მილიონი ევრო. ეტოომ განაცხადა, რომ ამდენი ფულის სანაცვლოდ მზეზეც კი გავფრინდებიო. ასე რომ, თითქმის გადაწყვეტილია ეტოოს მახაჩკალაში გადაბარგება. მილანის "ინტერი" კი ეტოოს შემცვლელის ძიებაშია. 33 წლის დიდიე დროგბა კი საუკეთესო ვარიანტად მიაჩნიათ. ისინი დროგბაში 6 მილიონ ევროს ჩამოდიან და არ გამორიცხავენ საქმეში გორან პანდევის ჩართვას.
ნანახია: 616 | დაამატა: interista | თარიღი: 17.08.2011 | კომენტარი (4)



საფეხბურთო იტალია სატრანსფერო ციებცხელებაშია ჩართული და სპორტულ პრესაში მეტწილად შემდგარი თუ შესაძლო გარიგებების შესახებ იწერება. უკვე არაერთი მსუყე ტრანსფერი გაიჩარხა და დიდია შანსი, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო საინტერესო ტრანსფერების შესახებ შევიტყოთ.

თუნდაც, სამუელ ეტოოს "ინტერიდან” "ანჟიში” გადაბარგების ამბავი რად ღირს, რომელსაც დღე დღეზე ველოდებით. ქვემოთ, სერია A-ს გუნდების სატრანსფერო გეგმების შესახებ მოგითხრობთ - დღეს, პირველ ათ გუნდზე გვექნება საუბარი, ხვალინდელ ნომერში კი დარჩენილ გუნდებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.

ატალანტა
ბერგამოული კლუბის მესვეურებმა მადლობა უნდა თქვან, რომ მომავალი სეზონის გატარება სერია B-ში არ მოუწევთ. "ატალანტას” რამდენიმე მოთამაშე ჩაწყობილი მატჩების ორგანიზებაში ამხილეს და მოკვეთეს კიდეც ფეხბურთიდან. ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 697 | დაამატა: interista | თარიღი: 17.08.2011 | კომენტარი (2)

საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter