მილანის ინტერის კამერუნელი თავდამსხმელის სამუელ ეტო’ოს საგა დასასრულს უახლოვდება.უახლოეს დღეებში ფეხბურთელი მახაჩკალის ანჟის შემადგენლობაში უნდა ვიხილოთ.
როგორც იტალიური პრესა იტყობინება, იტალიურმა კლუბმა ანჟის ულტიმატუმი წაუყენა, რომ სამუელი ან კვირის ბოლომდე წავა რუსეთში სათამაშოდ, ან აღარ გადავა და დარჩება ინტერში.
პრესა იმასაც ამბობს, რომ გადამწყვეტი დღევანდელი დღეა და ხვალ ოფიციალურად გაცხადდება მიღებული გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ ინტერმა ეტო’ოს ფასი 29 მილიონ ევრომდე დაწია, რადგან რუსული კლუბი 25 მილიონზე მეტის გადახდაზე უარს ამბობდა.