Corriere dello sport-ის ცნობით, "ფიორენტინას” თავდამსხმელმა სტევან იოვეტიჩმა "ვიოლას” ხელმძღვანელებს კლუბიდან წასვლის ნება სთხოვა.
მონტენეგროელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მილანის "ინტერი” და "ნაპოლი” აფიქსირებენ, თუმცა იოვეტიჩი არც სხვა წინადადებებს განხილვას გამორიცხავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ფიორენტინა” თავისი საუკეთესო ბომბარდირის სანაცვლოდ 30 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ იოვეტიჩი "ფიორენტინას” ღირსებას 2008 წლიდან იცავს. 22-წლის ფეხბურთელს ჯვარედინი მყესის გაწყვეტის გამო 2010-2011 წლების სეზონი მთლიანად გაუცდა. მონტენეგროელი ფორვარდი მოედანს გასული წლის ზაფხულში დაუბრუნდა და გუნდში საუკეთესო სეზონიც მოიწყო – სერია A-ს 27 მატჩში 14 გოლი გაიტანა.