ანდრეას გრანქვისტი აცხადებს, რომ მისი შეძენისთვის მილანური გუნდები იბრძვიან.
შვედი მცველი, რომელიც ევროპის ჩემპიონატს ახლახანს დაემშვიდობა, "ჯენოას" 2011 წლის ზაფხულში შეუერთდა. პრესაში გენუიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ იწერება და ეს ჭორები თავად მოთამაშემ დაადასტურა:
"ეს სიმართლეა, "ინტერი" და "მილანი" ჩემთვის იბრძვიან," - განუცხადა 27 წლის ფეხბურთელმა შვედურ გაზეთს.
"ეს ჩემთვის შესანიშნავი სიახლეა, რადგან ეს ნიშნავს, რომ გასულ სეზონში კარგად ვითამაშე. ჩემს ამჟამინდელ გუნდში ბედნიერი ვარ, მაგრამ მომდევნო კვირაში შეიძლება დავუკავშირდე აგენტს და შევაფასო შემოთავაზებები."