დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი "სერია A"-ს დაწყების და დასრულების თარიღები.
კალჩო 26 აგვისტოს, კვირას დაიწყება და 19 მაისს იგივე კვირას დასრულდება, ამ შუალედში იქნება 4 "უქმე" კვირა(9 სექტემბერი, 14 ოქტომბერი, 24 მარტი და აღდგომის დღესასწაული), ასევე იქნება სამი შუაკვირეული მატჩი(26 სექტემბერი, 31 ოქტომბერი და 8 მაისი).
კოპა იტალიასაც გასული წლის მსგავსი ფორმატი ექნება და 5 აგვისტოს აიღებს სტარტს, ხოლო 26 მაისს ფინალური მატჩი გაიმართება.
სუპერთასის მატჩი კი 19 აგვისტოს გაიმართება("ნაპოლი" - "იუვე")