მთავარი » 2012 » ივნისი » 05
ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური "ბარსელონას” შემტევმა ნახევარმცველმა იბრაჰიმ აფელაიმ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, სამუშაო ადგილი შეიცვალოს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელის შეძენას იტალიური "ინტერი” გეგმავს. შეგახსენებთ, რომ მილანელებს ჰოლანდიელის გადაბირება ზამთრის სატრანსფერო პერიოდშიც სურდათ, მაგრამ საქმე საუბრებს არ გაცდენია.
როგორც იტალიური პრესა იუწყება, ახლა საქმე უფრო სერიოზულადაა და აფელაი იმ სამ პრიორიტეტულ შენაძენში შედის, რომლებსაც "ინტერი” მიმდინარე ზაფხულში გეგმავს.
ნანახია:
599
|
დაამატა:
nerazuri
|
თარიღი:
05.06.2012
|
| |
|
|