მთავარი » 2012 » ივნისი » 29
შესაძლოა, მილანის "ინტერის” მცველი დუგლას მაიკონი კარიერის გასაგრძელებლად "ნაპოლიში” გადაბარგდეს. Transfermarketweb-ის ცნობით, ტრანსფერი იმ შემთხვევაში გაიჩარხება, თუკი "ნერაძური” 30 წლის ბრაზილიელში ასტრონომიულ თანხას არ მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ მაიკონისადმი ინტერესს იჩენენ ლონდონის "ჩელსი”, "მანჩესტერ სიტი”, მადრიდის "რეალი”, მახაჩყალის "ანჟი” და პსჟ. ცნობისათვის, მაიკონი "ინტერში” 2006 წლიდან თამაშობს და 235 მატჩში 20 გოლიც დაუგროვდა.
ნანახია:
611
|
დაამატა:
nerazuri
|
თარიღი:
29.06.2012
|
|
მადრიდის "ატლეტიკოს” მილანის "ინტერის” ფორვარდის – ჯამპაოლო პაცინის შეძენა სურს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ესპანელებმა იტალიელებს ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე მიმართეს, მაგრამ კონკრეტული წინადადება არ შეუთავაზებიათ.
ცნობისათვის, გასულ სეზონში, 27 წლის იტალიელმა "ნერაძურის” მაისური 33 მატჩში მოირგო და 5 გოლი მიითვალა. უმეტესად, თავდამსხმელს სათადარიგოთა სკამზე უწევდა ჯდომა და არაა გამორიცხული, გარემოს გამოცვლა თავადაც მოისურვოს. <
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
583
|
დაამატა:
nerazuri
|
თარიღი:
29.06.2012
|
|
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე გერმანიის ნაკრებში გატანილი გოლები მარიო ბალოტელიმ დედას მიუძღვნა. "სკუადრა აძურას” ფორვარდმა ისიც აღნიშნა, რომ იტალიის ნაკრები მიმდინარე ევრო-2012-ზე ერთადერთი გუნდია, რომელმაც ესპანელებს გოლი გაუტანა.
"მას შემდეგ, რაც შემცვალეს, დედასთან მივედი და ვუთხარი: "დედა, ეს გოლები შენთვისაა”. დედაჩემი ახალგაზრდა აღარაა და არც მისი აქ მოსვლა ყოფილა ადვილი საქმე, მაგრამ მან ეს შეძლო. მისი გახარების მომენტს დიდხანს ველოდი. მამაჩემი კიევში, ფინალურ მატჩს დაესწრება”, – საუბრობს
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
696
|
დაამატა:
nerazuri
|
თარიღი:
29.06.2012
|
| |
|
|