ბრაზილიური "სან-პაულუს" ვიცე-პრეზიდენტმა, ჟოაუ პაულუ დე ხესუს ლოპესმა, ადგილობრივ საინფორმაციო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც ბრაზილიური კლუბი ლუკას მოურას "ინტერში" 27 მილიონ ევროდ გაშვებას დათანხმდა, კომენტარი გააკეთა.
"მე ამის შესახებ არაფერი გამიგია. ოთხშაბათსა და ხუთშაბათს კლუბის პრეზიდენტთან ვიმყოფებოდი. ჩვენ ლუკასის ტრანსფერეზე მოლაპარაკებებს მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ვაწარმოებდით, მაგრამ ინგლისური კლუბის შემოთავაზებამ არ დაგვაკმაყოფილა."- განაცხადა "სან-პაულუს" ვიცე-პრეზიდენტმა.
მილანის "ინტერმა" "სან პაულოსთან" ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელის, ლუკას მოურას 27 მილიონ ევროდ გადასვლის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.
19 წლის ნახევარმცველმა ამ ზაფხულს ევროპული გრანდების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. ლუკასის შეძენა "ინტერს, "მანჩესტერ იუნაიტედს" და "რეალს" სურდა.
2 აგვისტოს "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან კლუბი 40 მილიონის გადასახდელად მზად არ იყო. თუმცა დღის ბოლოს ბრაზილიური მხარე დათმობაზე წავიდა და ერთერთი ლიდერი 27 მილიონ ევროდ და კიდევ 5 მილიონის ბონუსის საფასურად დათმო.
ახლა "ინტერს" ლუკასთან პირადი კონტრაქტის შეთანხმებაღა დარჩა.