პარასკევი, 27.06.2025, 09:03
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » აგვისტო » 01

                            


ჯერ კიდევ მილანის "ინტერის" საკუთრებაში მყოფი ჟულიო სეზარის აგენტი აცხადებს, რომ მისი კლიენტის შეძენით დაინტერესებულნი "რომა" და "ტოტენჰემი" არიან.

"ამჟამად, სეზარის შეძენით "რომა" და "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებულნი. მათ თანაბარი შანსები აქვთ, მაგრამ ტრანსფერის განსახორციელებლად საჭიროა შეთავაზება, რომელიც მისაღები იქნება როგორც ჩემი კლიენტისთვის, ასევე "ინტერისთვის".

თუ სეზარისთვის ახალ სამუშაო ადგილს ვერ მოვძებნით, იგი მილანში და ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 646 | დაამატა: nerazuri | თარიღი: 01.08.2012 | კომენტარი (3)



მილანის "ინტერის" ბრაზილიელმა გოლკიპერმა ჟულიო სეზარმა უარყო ინფორმაცია, რომ უახლოეს ხანში გუნდს დატოვებს და თითქოს "ნერაძური" გამოცდილ მეკარეს აღარ ენდობა.

"ინტერიდან" წასვლის შესახებ არანაირი განცხადება არ გამიკეთებია. ის, რაც "ფეისბუქში" გაჩნდა, სინამდვილეს არ შეესაბამება. ამ სოციალურ ქსელში გვერდი არ მაქვს.

"ინტერის" ფანებისთვის რაიმეს თქმა რომ მდომებოდა, ამას პირადად გავაკეთებდი და არა ინტერნეტის მეშვეობით", - განაცხადა ბრაზილიელმა გოლკიპერმა იტალიურ პრესაში.

ნანახია: 709 | დაამატა: interista | თარიღი: 01.08.2012 | კომენტარი (4)


რომას ფორვარდის პაბლო ოსვალდოს აგენტმა აღნიშნა, რომ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ მისმა კლიენტის ტრანსფერი ინტერში შედგეს.

განსაკუთრებით ეს თემა მატია დესტროს ჯალოროსის რიგებში გადმოსვლის შემდეგ ამოტივტივდა.

"შეიძლება თუ არა ოსვალდომ რომა დატოვოს ? დიახ, ეს შესაძლებელია, მაგრამ ჯერჯერობით ეს ფაქტი არაა,–აცხადებს ფეხბურთელის მენეჯერი.

მალაგა ? პაბლო ბევრ კლუბს შორს, მათ შორის ნერაძურისაც. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას გადაწყვეტს რომა. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველაფერია შესაძლებელი.
ნანახია: 690 | დაამატა: inter | თარიღი: 01.08.2012 | კომენტარი (4)



"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩიონიმ იმ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის ლიგის მესამე საკვალიპიკაციო მატჩში ხორვატიაში "ჰაიდუკის" წინააღმდეგ გამართავენ შეხვედრას. შეხვედრა 2 აგვისტოს 22;45 გაიმართება.

მეკარეები: 1 ჰანდანოვიჩი, 12 კასტელაცი, 27 ბელეჩი;

მცველები: 4 ძანეტი, 6 სილვესტრე, 23 რანოკია, 25 სამუელი, 26 კივუ, 33 მ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 703 | დაამატა: interista | თარიღი: 01.08.2012 | კომენტარი (11)




ახალგაზრდა ჰოლანდიელი თავდამსხმელი ლუკ კასტაინოსი კარიერას სამშობლოში, კონკრეტულად კი "ტვენტეში" განაგრძობს. კასტაინოსმა "ტვენტესთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ, მილანის "ინტერი" ექვს მილიონ ევროს მიიღებს.

ლუკ კასტაინოსი "ინტერში" 2011 წელს, "ფეიენოორდიდან" გადავიდა. სერია A-ს გასულ გათამაშებაში ჩატარებულ ექვს მატჩში მან 1 გოლი გაიტა
ნა.
ნანახია: 670 | დაამატა: inter | თარიღი: 01.08.2012 | კომენტარი (3)



მილანის "ინტერი" ლევერკუზენის "ბაიერის" თავდამსხმელის, ანდრე შურლეს შეძენას აპირებს.

"ნერიაძურის" სურს ამ ზაფხულს გაიფორმოს ახალი კრეატიული ფეხბურთელი შეტევის ხაზზე, თუმცა, ყველაზე სასურველი კანდიდატი ამ პოზიციაზე - ლუკასი, მოლაპარაკებებს "მანჩესტერ იუნაიტედთან" აწარმოებს. სათადარიგო ვარიანტი შესაძლოა გახდეს გასტონ რამირესი "ბოლონიიდან," მაგრამ "ინტერის" სიაში ახალი სახელი გამოჩნდა.

Tuttosport-ის ცნობით, "ინტერი" ლევერკუზენული კლუბისთის შეთავაზების გაგზავნას გეგმავს, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის გაფორმების თაობაზე.

ნანახია: 722 | დაამატა: interista | თარიღი: 01.08.2012 | კომენტარი (7)



ხავიერ ძანეტი სწორედ ის ფეხბურთელია, ვისაც ნამდვილად აქვს საამაყოდ საქმე. იგი რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების მიხედვით როგორც "ინტერში", ისე არგენტინის ნაკრებში.

"ყველა რეკორდი განსაკუთრებულია, თუმცა მე ორ მათგანს გამოვარჩევდი. პირველი- ჩატარებული მატჩების რაოდენობა მშობლიურ ნაკრებში. ეს განსაკუთრებული მიღწევაა, რადგან არგენტინაში უამრავი ძლიერი მოთამაშეა"- განაცხადა ხავიერმა.

"მეორე რეკორდი- უკვე 12 წელია "ინტერის" კაპიტანი ვარ და ამ გუნდის მაისურით ყველაზე ბევრი მატჩი ჩავატარე. ეს ძალიან ღირსეული მიღწევაა უცხოელისთვის".

ნანახია: 641 | დაამატა: interista | თარიღი: 01.08.2012 | კომენტარი (8)



ბრაზილიელი გოლკიპერი ჟულიო სეზარი მილანის "ინტერის" გეგმებში აღარ შედის. ჟულიო სეზარმა განაცხადა, რომ მიმდინარე სატრანსფერო სეზონში კლუბს აუცილებლად შეიცვლის. 

საკუთარ კარიერაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ გოლკიპერმა თავის ფეისბუქის გვერდზე განაცხადა:

"ინტერში" შვიდი შესანიშნავი წელი გავატარე, მაგრამ უახლოეს ხანში ამ კლუბში ჩემი ისტორია დასრულდება.< ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 602 | დაამატა: interista | თარიღი: 01.08.2012 | კომენტარი (8)

საიტის მენიუ
«  აგვისტო 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
300
Copyright MyCorp © 2025    
 Fc.inter