გენუური გაზეთი Secolo XIX: აცხადებს, რომ "ჯენოამ" ალბერტო ჯილარდინოს ნაცვლად "ინტერს" ფილიპე კოუტინიო სთხოვა.
მაგრამ რეაქცია "ინტერისგან" იყო სასტიკი, რკინის მუშტის სახეში დარტყმის მსგავსი,რა თქმა უნდა მილანებისგან სასტიკი უარი მიიღეს.
"ინტერის" ახალგაზრდა მწვრთნელს ანდრეა სტრამაჩიონს ძალიან მოსწონს ბრაზილიელი და არსად გაშვებას არ აპირებს, "ინტერის" მომავალს კოუტინიოსთან ერთად ხედავს.
კატალონიური გუნდის ოფიციალური ცნობით, "ინტერის" ახალგაზრდა თავდამსხმელი სამუელ ლონგო "ესპაიოლში" ჩაირიცხა იჯარის სახით. ლონგომ წარმატებით გაიარა სამედიცინო კომისია და მალე წარადგენს გუნდი.
Mundo Deportivo_სთან მიცემულ ინტერვიუში, ლონგომ განაცხადა, რომ "ესპანიოლში" გადაბარგება ნაწილობრივ კოუტინიოს ფაქტორმა იქონია.
"ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს როცა ახალ თანაგუნდელებს შევუერთდები და გაცნობის საშვალება მომეცემა".
კოუტინიომ მითხრა, რომ "ესპანიოლი" კარგი გუნდია და მე ბედნიერი ვარ რომ ახლა აქ ვარ.
ინგლისის "ქუინზ პარკ რეინჯერსმა” ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მეკარის, ჟულიო სეზარის ტრანსფერი უახლოესი 24 საათის განმავლობაში უნდა განახორციელოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი თავის ექსკლუზიურ მასალაში იუწყება.