კვირა, 22.12.2024, 17:50
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » აგვისტო » 02

მიმდინარე ზაფხული სატრანსფერო ფანჯრის დროს "ინტერმა" უკვე 36 მილიონ ევრო დახარჯა და პრობლემატური სათამაშო რგოლები გვარაიანად გააძლიერა. გარდა ახალწვეულებისა და გუნდის ლიდერებისა, მთავარიმწვრთნელი ანდრეა სტრამაჩიონი  პრიმავერას იმ ფეხბურთელებზეც აპირებს დაყრდნობას, რომლებთან ერთადაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ახალგაზრდული ანალოგი მოიგო. ნერიაძურის ბიუჯეტში 15-20 მილიონი ევროა ჯერ კიდევ დარჩენილია და თუ ამას რამდენიმე უსარგებლო მოთამაშის გაყიდვისგან მიღებულ თანხას დავუმატებთ, "ინტერს" რამდენიმე ტრანსფერის გაკეთება კიდევ შეეძლება.

... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 874 | დაამატა: interelia | თარიღი: 02.08.2012 | კომენტარი (7)




მიუხედავად ამ ფაქტისა, "ნერიაძურის" პრეზიდენტი კვლავ რჩება მილანური კლუბის უმსხვილეს აქციონერად.

insidefutbol.com-ის ცნობით, აზიელები "ინტერის" საერთო შემოსავლის 20%-ს დაისაკუთრებენ. მათ ეს 20% 200 მილიონ ევროდ შეიძინეს.

ამ ნაბიჯზე "ინტერი" ახალი სატდიონის ასაშენებლად რესურსების მისაღებად წავიდა. მილანელთა ახალი მოედანი 2017 წელს უნდა იქნეს დასრულებული. აღვნიშნავთ, რომ ამ პროექტზე იმუშავებს იგივე ჩინური კომპანია- China Railway Construction.
ნანახია: 669 | დაამატა: inter | თარიღი: 02.08.2012 | კომენტარი (7)



სეგუნდა დივიზიონში გავარდნილ "ვილიარეალს” პრობლემები არ ელევა – გუნდმა წამყვანი ფეხბურთელების უმრავლესობა უკვე გაყიდა და როგორც ჩანს, მათ რიცხვს ჯუზეპე როსიც მიემატება. იტალიელი ფეხბურთელის სამშობლოში დაბრუნებას "ნაპოლი” და "ინტერი” აპირებენ.

... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 674 | დაამატა: interista | თარიღი: 02.08.2012 | კომენტარი (6)

                    

ჩინეთის სიდიდით მეორე სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ China Railway Construction-მა მილანის "ინტერის” აქციების 15 პროცენტი გამოისყიდა. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი იუწყება.

მილანური კლუბის მეპატრონეებმა ჩინელ ინვესტორებთან გააფომეს ხელშეკრულება რომლის თანახმად ისინი ახალი სტადიონის მშენებლობას დააფინანსებენ, რომელიც ექსპლუატაციაში 2017 წელს შევა. უახლოეს თვეებში ახალი არენის მშენებლობის ადგილი და პროექტი უნდა დამტკიცდეს.
"ინტერის” პრეზიდენტი მასიმო მორატი ჩინელებთან გაფორმებული კონტრაქტით კმაყოფილი დარჩა: ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 576 | დაამატა: nerazuri | თარიღი: 02.08.2012 | კომენტარი (3)

                   

მილანის "ინტერის” მცველი ანდრეა რანოკია ევროპის ლიგის მესამე საკვალიფილაციო ეტაპზე სპლიტის "ჰაიდუკთან” მატჩს გამოტოვებს.

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელმა სასამართლო შეტყობინება მიიღო, რადგან გარიგებულ მატჩში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. საუბარი "სალერნიტანა”- "ბარის” შეხვედრას ეხება, რომელიც 2009 წელს ჩატარდა. რანოკიამ მაშინ "ბარის” ღირსებას იცავდა. მომხდარიდან გამომდინარე, "ინტერმა” 24 წლის უკანახაზელი "ჰაიდუკთან” მატჩში განაცხადში არ შეიყვანა.
ნანახია: 652 | დაამატა: nerazuri | თარიღი: 02.08.2012 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  აგვისტო 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter