მთავარი » 2012 » აგვისტო » 04
საფეხბურთო ექსპერტთა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ იტალიური გუნდებისთვის მიმდინარე სატრანსფერო კამპანია ბოლო წლებში ყველაზე მძიმეა.
კალჩო ფინანსურ და კორუფციულ კრიზისშია, რამაც ქვენიდან ვარსკვკლავთა გადინება განაპირობა. ბოლო აკორდი ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ტიაგო სილვას პსჟ-ში გადაბარგება იყო, თუმცა შესაძლოა, ამით არც დასრულდეს ყველაფერი.
სერია A-ს გუნდებში კიდევ არაერთი ფეხბურთელია, რომლებიც ახალ ნავსაყუდელს ეძებენ და საინტერესო წინადადებებს ელოდებიან. ქვემოთ, სწორედ იმ მოთამაშეებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, რომლებიც ტრანსფერზე არიან დაყენებულნი და დღე დღეზე, გუნდს შეიცვლიან...
დავიდ პისარო (რომა). 32 წლის როდესაც "რომას" ლუ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
698
|
დაამატა:
nerazuri
|
თარიღი:
04.08.2012
|
|
მილანის "ინტერის” მცველმა კრისტიან კივუმ "ჰაიდუკთან” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში (3:0) ტრავმა მიიღო. Goal.com-ის ცნობით, რუმინელს ფეხის თითი აქვს დაზიანებული.
"ნერაძურის” უკანახაზელმა ხორვატებთან მატჩი ვადაზე ადრე დაასრულა. სამედიცინო გამოკვლევამ დაადგინა, რომ კივუს გარკვეული დროის ლაზარეთში გატარება მოუწევს. ჯერჯერობით, რუმინელის მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია. თითქმის გადაწყვეტილია, რომ იგი თავის გუნდს "ჰაიდუკთან” განმეორებით მატჩში ვერ დაეხმარება. ეს შეხვედრა მილანში, 9 აგვისტოს გაიმართება.
ნანახია:
553
|
დაამატა:
nerazuri
|
თარიღი:
04.08.2012
|
|
ფრანგული პსჟ-ს ხელმძღვანელები მილანის "ინტერის” მარჯვენაფლანგელის – დუგლას მაიკონის შეძენას აქტიურად ცდილობენ. Tmw-ს ცნობით, მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, 31 წლის ბრაზილიელი პარიზელთა უკანასკნელი ახალწვეული იქნება.
თავის მხრივ, მაიკონი "ნერაძურიდან” აბარგების წინააღმდეგი არაა. თანაც, რამდენიმე დღის წინათ, "ინტერის” თავკაცმა ანდრეა სტრამაჩონიმ განაცხადა, რომ ბრაზილიელის დასათმობად მზად იყო, თუკი კლუბი საინტერესო შემოთავაზებას მიიღებდა. აქვე გეტყვით, რომ მაიკონის გადაბირება მადრიდის "რეალსაც” სურს. ცნობისათვის, გასულ სეზონში, მაიკონმა "ინტერში” 27 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
ნანახია:
540
|
დაამატა:
nerazuri
|
თარიღი:
04.08.2012
|
| |
|
|