როგორც ჩანს, "მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ნაიჯელ დე იონგი უახლოეს პერიოდში მილანის "ინტერს” მიაშურებს.
"ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ჰოლანდიელ ფეხბურთელს კლუბიდან აბარგების ნება დართო. ინგლისის მოქმედი ჩემპიონი დე იონგის გაყიდვას 7,5 მილიონ ევროდ გეგმავს, თუმცა პრობლემა არა სატრანსფერო თანხა, არამედ ის გახლავთ, რომ ფეხბურთელი ჯამაგირის სახით წელიწადში 3,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც მილანელებს გაბერილ თანხად ეჩვენებათ.
თუ დე იონგის სახელფასო საკითხის მოგვარება არ მოხერხდება, "ინტერს” ალტერნატიული ვარიანტის მოძებნა მოუწევს. "ნერიაძურის” ხელმძღვანელობა ყველაზე რეალურ ვარიანტად "ტოტენჰემ ჰოთსბურიდან” ბრაზილიელი სანდროს გადაბარებას თვლის, რომლის სანაცვლოდაც მილანური კლუბი ლონდონელებს ჟულიო სეზარს შესთავაზებს.
|