კვირა, 05.01.2025, 05:33
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » ივნისი » 30 » 2015 წლის უეფას სუპერთასს თბილისი უმასპინძლებს
14:34
2015 წლის უეფას სუპერთასს თბილისი უმასპინძლებს

გადაწყდა - 2015 წლის 12 აგვისტოს, თბილისი და საქართველო, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უეფას სუპერთასის მასპინძელი იქნება.

ეს გადაწყვეტილება დღეს, კიევში, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი - რევაზ არველაძე ესწრებიან. 

უეფას გადაწყვეტილებით, 2013 წლიდან, მონაკო სუპერთასის ტრადიციული მასპინძელი აღარ იქნება და ამიერიდან, ყოველწლიურად მას სხვადასხვა ქალაქები უმასპინძლებენ. მაგალითად, 2013 წელს, ფინალური მატჩი პრაღაში ჩატარდება; ხოლო, ჩვენდა სასიხარულოდ, 2015 წელს, ამ დიდი მატჩისა და ღონისძიების მასპინძელი ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი იქნება. 

ამ ეტაპზე, დეტალები ჯერ ცნობილი არაა. გადაწყვეტილება სულ რამდენიმე წუთის წინ, კიევში, საგანგებო პრესკონფერენციაზე გაჟღერდა. ჩვენთვის საინტერესო ყველა კითხვას კი,ამომწურავი პასუხი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების თბილისში დაბრუნების შემდეგ გაეცემა. 
ნანახია: 575 | დაამატა: interelia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
1 interelia  
0
რა მაგარი იქნება "ინტერი" რომ გაგვეჩითის სუპერ თასის ფინალში, ლიგის გამარჯვებულის რანგში. flag3 flag3 flag3 flag3 flag3 first first first first forza forza

2 nerazuri  
0
sagol too magaria.....interi romc ver gavides mainc magaria too..dzan didi migwevaaa

3 interelia  
0
რა თმა უნდა კარგია მაგრამ თუ გამართლებაა ბოლომდე გამართლება იყოს :)

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
300
Copyright MyCorp © 2025    
 Fc.inter