ფერნანდო გაგოს აგენტი, სიმონე პიცოტი არგენტინელ ფეხბურთელს "ინტერში" გადაბარგებას ურჩევს... როგორც ჩანს 25 წლის ნახევარმცველი ჟოზე მოურინიოს გეგმებში არ შედის. იგი წინასასეზონო მომზადებისას არათუ განაცხადში, არამედ არც ვარჯიშებზე ყოფილა. ალბათ უკვე ნათელია, რომ გაგო "რეალს" დატოვებს, მაგრამ საქმე ისაა, თუ სად გადაბარგდება. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი "ბოკაში" ბრუნდებოდა, მაგრამ ფეხბურთელის აგენტმა სიმონე პიცოტიმ ახალი გუნდის ვინაობა გააჟღერა,რომელიც არგენტინელი ჩამშლელითაა დაინტერესებული.
"გაგო არის უმაღლესი კლასის ფეხბურთელი და ვფიქრობ,რომ ის "ინტერში" კარგად ითამაშებს. იგი იქ თავს სახლში იგრძნობს, რადგან მილანურ კლუბში ბევრი არგენტინელი ასპარეზობს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. შესაძლოა მან თავი იტალიაში ამოყოს. არც ფერნანდოა წინააღმდეგი." - ასეთი განცხადება გააკეთა გაგოს აგენტმა Tuttomercatoweb.com-თან.
შეგახსენებთ,რომ არგენტინელი ფეხბურთელი "რეალში" 2006 წელს გადავიდა 20.4 მილიონად. თავდაპირველად იგი ძირითადის ფეხბურთელად მოიაზრებდა, ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში პრაქტიუკლად არ უწევდა თამაში. სულ მან მადრიდის "რეალში" 92 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო.
|