მიმდინარე ზაფხული სატრანსფერო ფანჯრის დროს "ინტერმა" უკვე 36 მილიონ ევრო დახარჯა და პრობლემატური სათამაშო რგოლები გვარაიანად გააძლიერა. გარდა ახალწვეულებისა და გუნდის ლიდერებისა, მთავარიმწვრთნელი ანდრეა სტრამაჩიონი პრიმავერას იმ ფეხბურთელებზეც აპირებს დაყრდნობას, რომლებთან ერთადაც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ახალგაზრდული ანალოგი მოიგო. ნერიაძურის ბიუჯეტში 15-20 მილიონი ევროა ჯერ კიდევ დარჩენილია და თუ ამას რამდენიმე უსარგებლო მოთამაშის გაყიდვისგან მიღებულ თანხას დავუმატებთ, "ინტერს" რამდენიმე ტრანსფერის გაკეთება კიდევ შეეძლება.
ვინ წავიდა და რატომ?ივან კორდობა - ვეტერანმა კოლუმბიელმა მცველმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და კლუბში მენეჯერის თანამდებობაზე დაასაქმეს.
მარკო ფარაონი - ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი "ინტერმა" "უდინეზედან" სამირ ჰანდანოვიჩის გადმობირების საქმეში დაიხმარა და ფარაონი მომავალ სეზონს არენდის წესით სწორედ ფრიულულ კლუბში გაატარებს. თუმცა ნიჭიერი ახალგაზრდის აგენტმა პირობა დადო, რომ მისი კლიენტი ერთი წლის თავზე ნერიაძურის აუცილებლად დაუბრუნდება.
ლუსიო - არც სათამაშო სტილითა და არც ხელფასის ოდენობით იგი ახალი ფორმაციის "ინტერს" არ მიესადაგებოდა. თავისუფალი აგენტის სტატუსმიღებული გამოცდილი ბრაზილიელი მცველი კი, "ინტერის" "მოსისხლე მტერ" "იუვენტსს" დარჩა.
დიეგო ფორლანი - 33 წლის ფორლანი გუნდს ვერაფრით გამოადგა, რაც ძირითადად მის არასწორ პოზიციაზე ასპარეზობით იყო გამოწვეული. შედეგად, მასიმო მორატიმ ურუგვაელს კონტრაქტი დაუნანებლად გაუწყვიტა, ფორლანმა კი თავის მხრივ კარიერის გაგრძელება ბრაზილიის პრიმერონას ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელ "ინტერნასიონალეში" გადაწყვიტა.
სალი მუნტარი - განელმა საყრდენმა ნახევარმცველმა საკუთარი შესაძლებლობები მეორე მილანურ გუნდში უფრო გამოავლინა, "მილანში" არენდით მობურთალმა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი გოლი შეაგდო და ნერიაძურის როსონერის სასარგებლოდ უგანა.
გორან პანდევი - მაკედონიელმა "ინტერში" მაღალ დონეზე მხოლოდ 2009/2010 წლების სეზონის მეორე წრეში ჟოზე მაურინიოს ხელმძღვანელობით ითამაშა, რაფაელ ბენიტესის დალეონარდოს დროს კი ერთ არაფრად გამორჩეულ ფეხბურთელდა იქცა მაგრამ აღსანიშნავია ისიც რომ ჯერ ჯერობით მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი ლეონარდოს ხელმძღვანელობით გაიტანა.( მიუნხენის ბაიერნს, ეტოოს ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა 87 წუთზე და "ინტერი" 1/4 ფინალში გაიყვანა). შარშან, "ნაპოლიში" განათხოვრებულსაც განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, მაგრამ კამპანიელთა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტესმა "ინტერიდან" მისი სატრანსფერო უფლებები მაინც გამოისყიდა, რადგან ესეკიელ ლავესის პსჟ-ში წასვლის შემდეგ თავდასხმაში გამონთავისუფლებული ადგილი შევსებას საჭიროებდა.
ლუკ კასტანიოსი - ახალგაზრდა ჰოლანდიელს მწირი სათამაშო პრაქტიკა ქონდა და იმ "ტვენტეში" გადავიდა სადაც ეს პრობლემა აღარ შეაწუხებს.
ვინ მოვიდა და რატომ?
სამირ ჰანდანოვიჩი - სლოვენიელი გოლკიპერი უკანასკნელი წლების მანძილზე იტალიის ჩემპიონატში საკუთარ პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა, რის გამოც მუდამ გრანდების ყურადღების ცენტრში ექცეოდა. ტიტანთა სატრანსფერო ბრძოლაში ნერიაძურიმ ყველას აჯობა და წესით, გუნდიდან თითქმის წასული ჟულიო სეზარი უმტკივნეულოდ უნდა ჩაანაცვლოს.
მატიას სილვესტრე - ამმცველს ვარსკვლავური სტატუსი არააქვს,მაგრამ მაინც გამოსადეგარია და როგორც იტალიურ ფეხბურთში კარგად ჩახედული ხალხო აცხადებს, სტრამაჩიონი "პალერმოდან" დამატებულ მცველს სამომავალსეზონოდ ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად მოიაზრებს
გაბი მუდინგაი - "ბოლონიას" ყოფილი მოთამაშე კარგი ჩამშლელი კია,მაგრამ ზუსტი პასების გაკეთება ძალიან უჭირს, რის გამოც ესტებან კამბიასოსთვის კონკურენციის გაწევა ძლიერ გაუჭირდება.
ფრედი გუარინი - ანდრე ვილაშ ბოაშის მწვრთნელობის დროს გუარინი "პორტუს" საკვანძო ფეხბურთელი იყო და თავი არც "ინტერში" შეურცხვენია. 8 მატჩში გუარინიმ "ინტერისტებს" თავი 3 საგოლე გადაცემითა და საოცარი ფიზიკური გამძლეობით დაამახსოვრა.
როდრიგო პალასიო - ამ ფეხბურთელის "ინტერში" გადასვლაზე საუბარი ჯერ კიდევ შარშან, ჯან-პიერო გასპერინის მწვრთნელობის დროს მიმდინარეობდა და აი, ზუსტად ერთი წლის შემდეგ პალასიოს "გაინტერელებას" საშველი დაადგა, რომელსაცახალ გუნდში მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე ასპარეზობას უწინასწარმეტყველებენ.
ვინ შეიძლება მოვიდნენ?
ანტონიო კასანო - "მილანიდან" ფეხბურთელები მიყოლებით იბარგებიან და სადაც ტიაგო სილვამ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა უშველეს თავს, იქ არც თავქარიან კასანოსგან იქნება მოულოდნელი ნავთსაყუდელის გამოცვლა. ფანტანტინოს დამატება მორატის ჯერ კიდევ მისი "სამპდორიაში" ასპარეზობისას სურდა, მაგრამ მაშინ საწადელი ვერ აისრულა. სამაგიეროდ, ახლა აქვს ამ ფრონტზე წონადი შანსები, რომლის გამოყენებასაც სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მთელი ძალებით შეეცდება.
იბრაჰიმ აფელაი - ისევე როგორც წინა სეზონში, აფელაის "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში თამაში სანატრელი ექნება, ამიტომაც იგი ნავთსაყუდელის გამოცვლას ეშურება და თუ "ინტერმა" ინება, ჰოლანდიელის ტრანსფერი ასულგრანადან 8 მილიონ ევროდ გამოისყიდის.
ადრიანო კორეა - ხორდი ალბას "ვალენსიიდან" ყიდვის შემდეგ, "ბარსელონა" კორეას გასხვისებას 10 მილიონ ევროდ გეგმავს. გარდა "ინტერისა", ადრიანოთი კიდევ ორი იტალიური გუნდი, "მილანი" და "იუვენტუსი" არიან დაინტერსებული. მსურველებს ბრაზილიელში განსაკუთრებით მისი უნივერსალური თვისებები ხიბლავთ - კორეას ხომ დაცვის ორივე ფლანგზე თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში.
პაულინიო - ერთვი თვის წინ ამ ფეხბურთელის "გაინტერელება" მართლაც რეალურად მოსჩანდა, მაგრამ პაულინიომ საზღვარგარეთ წასვლა იუარა, რადგან "კორინთიანსთან" ერთად ლიბერტადორესის თასის მოგება უნდოდა. ახალგაზრდა ბრაზილიელმა საწადელ მართლაც აისრულა და მისმა "ტიმაომ" კონტინენტის საუკეთესო გუნდის წოდება "ბოკა ხუნიორსთან" ჭიდილში მოიპოვა. ამასობაში კი, ნერიაძურიმ მისი ამპლუის ორი ფეხბურთელი, ანდრეა პოლი და გაბი მუდინგაი იშოვა, რის შემდეგაც პაულინიოს მიმართ ინტერესი მინავლდა.
მარკო ანდრეოლი - "ინტერი" თავისსავე აღზრდილი მოთამაშის დაბრუნებას უკვე სერიოზულად გეგმავს, რადგან ჩემოდნებზე მჯდარ და "იუვენტუსში" გადასვლის მოსურნე ანდრეა რანოკიას შემცვლელი აუცილებლად სჭირდება. ბიანკონერის რანოკია თავისმხრივ ლეონარდო ბონუჩის ადგილზე დასჭირდება, რომელიც გარიგებულ მატჩებშია გარეული და რამდენიმეხნიან დისკვალიფიკაციას მიუსჯიან, მხოლოდ მაღალმა ღმერთმა იცის...
ინტერი (2012/2013): ჰანდანოვიჩი, მაიკონი,რანოკია,სამუელი,ნაგატომო,ძანეტი,კამბიასო,გუარინი,სნეიდერი,პალასიო,მილიტო.
|