" მილანის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი თვლის, რომ " ინტერი" მთავარი კონკურენტი იქნება ჩემპიონობისათვის ბრძოლაში:
" მიუხედავად იმისა, რომ ამ ზაფხულში ბევრი კლუბი გაძლიერდა, სკუდეტოსათვის ბრძოლაში ჩვენ და " ინტერი" მთავარი ფავორიტები ვიქნებით.
ბოლო რამდენიმე კვირაა ჩვენ კარგად ვიმუშავეთ. მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ პეკინის მატჩის წინ. 6 აგვისტოს სეზონის პირველი ტიტულისათვის ვიბრძოლებთ. ჩვენ თამაში გველის " ინტერთან" და არა ვინმე სხვასთან.
ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნება და სეზონის მაჟორულ ნოტაზე დაწყებაში დაგვეხმარება.
|