მილანის "ინტერის" ახალწვეული ფეხბურთელი დარწმუნებულია იმაში, რომ ზუსტად მისი კლუბი მოიგებს იტალიის სუპერთასს:
"მე დარწმუნებული ვარ, რომ "ინტერი" ყველაფერს გააკეთებს რათა მოიგოს ეს ტიტული", განუცხადა ალვარესმა "ინტერის" ოფიციალურ საიტს. "ჩემგან იმას დავამატებ - მე ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ გუნდს დავეხმარო წარმატების მიღწევაში.
"ასევე მინდა დავამატო, რომ ჩემთვის დიდი პატივია დავიცვა ისეთი ფერები, როგორიც "ინტერია" და წარვადგინო ის პეკინში. ჩვენ დიდი კლუბი ვართ, მაგრამ ასევე ჩინეთიც იმსახურებს დიდ პატივისცემას".
|