დღეს საღამოს "ინტერის" თავდამსხმელი სამუელ ეტოო "ანჟის" მოთამაშე გახდება.
მახაჭყალის გუნდის წარმომადგენლები მილანში ჩავიდნენ და საღამოს კამერუნელი მოთამაშის ტრანსფერის ბოლო ნიუანსები უნდა მოაგვარონ.
შეგახსენებთ, რომ "ანჟიში" გადასვლის შემთხვევაში ეტო’ო ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ის წელიწადში 20.5 მილიონ ევროს მიიღებს.
|