21 წლის იტალიელი ნახევარმცველი ანდრეა პოლი ინტერის ფეხბურთელი გახდა.
ანდრეა 1989 წლის 29 სექტემბერსაა დაბადებული და იტალიური ფეხბურთის ახალგაზრდა თაობის იმედისმომცემი წარმომადგენელია. მალე ყველა საკითხი მოგვარდება ინტერსა და სამპდორიას შორის და ფეხბურთელი არენდის წესით და გამოსყიდვის უფლებით ოფიციალურად გახდება ნერაძურის ფეხბურთელი.
თავად ფეხბურთელის პირველი კომენტარი ასეთია:
ეს ნაბიჯი დიდი შანსია ჩემს ცხოვრებაში. მიხარია,რომ ჩემს კუმირთან, ხავიერ ძანეტისთან ერთად ვითამაშებ, ერთ გუნდში. იგი პროფესიონალიზმის განსახიერებაა და მინდა მას დავემსგავსო.
|