დღეს "ანჟისა" და "ინტერს" შორის მოლაპარალებათა მორიგი რაუნდი გაიმართება, რომელიც ეტო'ოს ტრანსფერს ეხება.
როგორც ცნობილია, მახაჩყალელები კამერუნელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 22 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებენ, როცა იტალიელები ფორვარდის გაყიდვიდან 30 მილიონი ევროს მიღებას აპირებენ.
შეგახენებთ, რომ თვითონ ფეხბურთელი "ანჟისთან" 3-წლიან კონტრაქტზე ხელის მოწერაზე დათანხმდა, რომლის მიხედვით კამერუნელი წელიწადში ხელფასის სახით 20 მილიონ ევროს მიიღებს. ხვალ სამუელ ეტო'ო სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
|