"ელ მუნდო დეპორტივოს” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მილანის "ინტერმა” "ბარსელონას” იბრაჰიმ აფელაის ტრანსფერის შესახებ წინადადებით მიმართა. წყაროს ცნობით, "ნერიაძური” კატალონიურ გუნდს აფელაის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროსა და ბრაზილიელ მცველ ჯონათან ციცერონ მორეირას ერთწლიან იჯარას სთავაზობს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰოლანდიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ლონდონის "არსენალი” და ფრანგული "ლილი” აფიქსირებდნენ. თავად აფელაიმ "ბარსელონაში” დარჩენის სურვილი გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ 26-წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა პრიმერადივიზიონის გასულ სეზონში მხოლოდ ოთხ მატჩში მიიღო მონაწილება.
|