მადრიდის "ატლეტიკოს” მილანის "ინტერის” ფორვარდის – ჯამპაოლო პაცინის შეძენა სურს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ესპანელებმა იტალიელებს ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე მიმართეს, მაგრამ კონკრეტული წინადადება არ შეუთავაზებიათ.
ცნობისათვის, გასულ სეზონში, 27 წლის იტალიელმა "ნერაძურის” მაისური 33 მატჩში მოირგო და 5 გოლი მიითვალა. უმეტესად, თავდამსხმელს სათადარიგოთა სკამზე უწევდა ჯდომა და არაა გამორიცხული, გარემოს გამოცვლა თავადაც მოისურვოს. აღსანიშნავია, რომ პაცინისადმი ინტერესს იჩენენ "სამპდორია”, "ფიორენტინა” და "ზენიტი”.
|