კვირა, 22.12.2024, 22:11
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » ივნისი » 29 » ბალოტელი: “გოლები დედას მივუძღვენი”
11:37
ბალოტელი: “გოლები დედას მივუძღვენი”


ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე გერმანიის ნაკრებში გატანილი გოლები მარიო ბალოტელიმ დედას მიუძღვნა. "სკუადრა აძურას” ფორვარდმა ისიც აღნიშნა, რომ იტალიის ნაკრები მიმდინარე ევრო-2012-ზე ერთადერთი გუნდია, რომელმაც ესპანელებს გოლი გაუტანა.


"მას შემდეგ, რაც შემცვალეს, დედასთან მივედი და ვუთხარი: "დედა, ეს გოლები შენთვისაა”. დედაჩემი ახალგაზრდა აღარაა და არც მისი აქ მოსვლა ყოფილა ადვილი საქმე, მაგრამ მან ეს შეძლო. მისი გახარების მომენტს დიდხანს ველოდი. მამაჩემი კიევში, ფინალურ მატჩს დაესწრება”, – საუბრობს ბალო.

"ის, რომ მშობლები, ნათესავები და ახლო მეგობრები ჩემს თამაშს ესწრებიან, ძალას მმატებს. მინდა, რომ ევრო-2012-ის საუკეთესო ბომბარდირი გავხდე. ფეხბურთში ზოგჯერ რაღაც ამოცანას ისახავ, მაგრამ ვერაფერს აღწევ, ზოგჯერ კი – ამას პირველსავე ცდაზე ახერხებ. გოლები ბრწყინვალე გადაცემების შემდეგ გავიტანე. კასანოსა და მონტოლივოს პასები მართლაც ფანტასტიური გამოდგა. ვაპირებდი თუ არა გოლების აღნიშვნას? დიახ, ვაპირებდი. ორივე გოლი მეტად მნიშვნელოვანი იყო გამარჯვებისთვის. მეორე ტაიმში მცირე დაზიანება მივიღე, მაგრამ მწვრთნელს ვუთხარი, რომ ხუთი წუთი კიდევ შემეძლო თამაში. ამ დროში მან შეცვლის განხორციელება მოასწრო. ვაპირებ თუ არა ევროპის ჩემპინატის დასრულების შემდეგ იტალიაში დაბრუნებას? არა, ახლა ნამდვილად არ ვაპირებ. ტურნირს ინგლისის ნაკრები კი გამოვთიშეთ, მაგრამ "მანჩესტერ სიტის” გულშემატკივრებს ამ დრომდე ვუყვარვარ”, – აგრძელებს იტალიელი ფორვარდი.

"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ჯადოსნური ღამე იყო, თუმცა ვიმედოვნებ, რომ კვირას უკეთესი დღე მექნება. თქმა არ უნდა იმას, რომ ესპანელებთან მოგებას ვაპირებთ. ახლა უნდა დავისვენოთ, შემდეგ კი ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ იტალია ერთადერთი გუნდია, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე ესპანეთის ნაკრებს თამაშიდან გაუტანა. ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ მათზე სუსტები არ ვართ, ასე რომ ფინალში ბრძოლას ვაპირებთ”, – ბალოტელის სიტყვები Football Italia-მ გამოაქვეყნა.
ნანახია: 697 | დაამატა: nerazuri | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
1 inter  
0
flagitaly ra talanti cavida interidan

2 nerazuri  
1
moratis xelshi ikargeba aseti talantebi

3 interi  
0
es mgonia daberda da cdeba transferebshi an atyvileb interis chacirva unda mtrebs,misma bichma ichalichos ra es yvelaferi?ra yleebi arian chemi balo rogor unda gayido?imitom ro bebrebi arian gundshi tan ra texnaria chemi

4 interelia  
0
bichebo rom aginebt moratis transferebs araketebso, ramdeni xania inters baleshikobt? moratis arcerti varskvlavi dautovebia visac intershi ar utamashia da mashindeli dozit umagles tanxebs ixdida interis gasadzliereblad, tqven ki aq wert jmotiao, jmoti kiara finansuri krizisi aqvt jigrebo italiashi da es iasnia moratisac sheexo ragac dozit... arsad arcert qveyanashi ar agineben interis baleshikebi moratis saqartvelos garda, "curva nordi" agmertebs am kacs, juves baleshikebis garda daje sxva gundebis baleshikebsac evasebat, garda saqartveloshi....axla balotelize rom idzaxit moratim gayidao da talanti dakargao, tqven 2 kviris baleshikebi xart interis tu rashia saqme??? gaixsenet balotelis saqcieli barselonastan pirvel naxevarfinalshi ra gaaketa, tamashis mere interis maika ylis qvesh gaigdo am nabozaram da icit ra utxra materacis, bavshvobidan milanis baleshiki var da mevasebao, materacim ki samagierod gasaxdelshi paushami aaartya, da moratim egreve gayida. hoda amis nichieri dedac movtyan me, interi araa is gundi rom vigac ylis dagdebulma interis gerbi, istoria da maika wixl qvesh gaifinos... cota dafiqrdit bichebi da ise weret azrianad torem dedis ginebas da movtyanis weras araferi ar unda, nebismieri chventaganze uketesad ician, ras rogor aketeben

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter