კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა გუნდის ნახევარმცველს, იბრაჰიმ აფელაის შეხვდა და უთხრა, რომ ჰოლანდიელს შეუძლია ახალი გუნდი ეძებოს. ამის შესახებ El Mundo Deportivo იუწყება.
გამომდინარე აქედან, ჰოლანდიელი ფეხბურთელი ახალი კლუბის ძიებას დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ აფელაით მილანის "ინტერი", ფრანგული "ლილი", ლონდონის "არსენალი" და "ტოტენჰემი" იყვნენ დაინტერესებულნი.
"ბარსელონაში" აფელაი 2010 წელს გადავიდა, თუმცა ტრავმების გამო მხოლოდ 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც ორი გოლი გაიტანა.
|