ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული დაცვის ხაზის მარჯვენა ფლანგის მაიკონით გაძლიერებას აპირებს.
მაიკონმა ინტერის ხელმძღვანელობას განუცხადა,რომ მას კლუბის დატოვება სურს.ბრაზილიელ მარჯვენაფლანგელს ჩელსის გარდა პსჟ და მადრიდის რეალი აკვირდებიან,მაგრამ ინტერმა ყველაზე კარგი შემოთავაზება ლონდონიდან მიიღო,აბრამოვიჩი მაიკონის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს იხდის.
შეგახსენებთ,რომ 31-წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი მილანის ინტერში 2006-წლიდან ასპარეზობს.
|