Daily Mirror-ის ცნობით, ლონდონის "ჩელსი” "ლილისა” და საფრანგეთის ნაკრების მცველ მატიე დებუშის გადასაბირებლად ბრძოლაში ჩაერთო. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მილანის "ინტერი” და "ნიუკასლ იუნაიტედიც” აფიქსირებდნენ. აღნიშნულმა კლუბებმა "ლილთან” მოლაპარაკებებიც გამართეს, ფრანგებმა დებუში შვიდ მილიონ ფუნტად შეაფასეს.
"არისტოკრატები” მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად ამსტერდამის "აიაქსის” ფეხბურთელ გრეგორი ვან დერ ვილის კანდიდატურასაც განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ ჟოზე ბოსინგვას ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა, ბრანისლავ ივანოვიჩმა კი დაცვის ცენტრში თამაში მოითხოვა.
|