თუ იტალიურ პრესას დავუჯერებთ, კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარული მწვრთნელი პეპ გვარდიოლა აპენინის ნახევარკუნძულზე სახლს ეძებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 41 წლის სპეციალისტი მუშაობის გაგრძელებას იტალიაში აპირებს.
4 შესანიშნავი სეზონის ჩატარების შემდეგ, გვარდიოლამ მშობლიური "ბარსელონა" დატოვა და ერთწლიანი პაუზის აღების შესახებ განცხადება გააკეთა. გაჩნდა ინფორმაცია, რომ პეპი მწვრთნელობას მალევე დაუბრუნდებოდა, მაგრამ ახალი სეზონი უკვე დაწყებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიელი 2013-14 წლების სეზონამდე უმუშევარი იქნება. Corriere della Sera-ს ცნობით, გვარდიოლა კომოში სახლის ყიდვას აპირებს. ეს ქალაქი ლომბარდიაში, მილანთან ახლოს მდებარეობს და თუ ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ პეპის "მილანის" ან "ინტერის" სათავეში მისვლა კიდევ უფრო რეალური ხდება.
|