მილანის "ინტერი” ინგლისური "მანჩესტერ სიტის” საყრდენი ნახევარმცველის – ნაიჯელ დე იონგის შეძენით დაინტერესდა. Tribal Football-ის ცნობით, იტალიელები 27 წლის ჰოლანდიელის ტრანსფერის განხორციელებას მიმდინარე სატრანსფერო სეზონშივე შეეცდება.
აღსანიშნავია, რომ დე იონგს "სიტისთან” კონტრაქტი მომავალ ზაფხულში ეწურება. აქედან გამომდინარე, ნახევარმცველის გაყიდვა ინგლისელთა ინტერესებშიც შედის. თანაც, "ქალაქელები” დე იონგისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობენ. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელის გადაბირებით მიუნხენის "ბაიერნიცაა” დაინტერესებული.
|