როგორც ჩანს ინტერის არგენტინელი ცენტრ ფორვარდი, დიეგო მილიტო ახალი მწვრთნელით კმაყოფილია.
დიეგოს ადრეც უწევდა მასთან მუშაობა როდესაც ის ჯენოას ღირსებას იცავდა, სადაც მათ ერთად მიაღწიეს ევროპა ლიგის გათამაშებამდე. "მე ძალიან კარგად ვიცნობ გასპერინის – ციტირებს მის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი. – ბედნიერი ვარ, რომ ის ახლა ინტერის მწვრთნელია, მან ნამდვილად დაიმსახურა დიდ კლუბში მუშაობა. სადაც კი უმუშავია, ყველგან ყველაფერი გამოსდიოდა. ის უმაღლესი დონის სპეციალისტია და მე და ჩემი თანაგუნდელები ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად.”
|