"ატლეტიკოს" თავდამსხმელი დიეგო ფორლანი, რომელიც უახლოეს ხანში "ინტერის" მოთამაშე გახდება, მილანურ კლუბში გადასვლაზე საუბრობს.
"მსურს "ინტერს" და პირადად მის პრეზიდენტს მასიმო მორატის მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ შანსი მომცეს. ძალიან მიხარია, რომ ისეთ ფანტასტიკურ გუნდში ვითამაშებ, როგორიც "ინტერია". ძანეტის და კამბიასოს უკვე ვესაუბრე და შემიძლია ვთქვა, რომ აქ ბედნიერი ვარ. რაც შეეხება ეტო'ოს, ის შესანიშნავი ყმაწვილი და ფეხბურთელია.
აქ იმისთვის მოვედი, რათა "ინტერთან" ერთად გამარჯვებები განვაგრძო. მსურს ამ გუნდთან ერთად რაც შეიძლება მეტი გავიტანო", - განუცხადა ფორლანმა "ინტერის" ოფიციალურ საიტს.
მოსალოდნელია, რომ დღეს ფორლანი და "ინტერი" მისი გადასვლის ბოლო ფორმალობებს შეათანხმებენ, რის შემდეგაც ურუგვაის ნაკრების მოთამაშე "ნერაძურის" ფეხბურთელის ამპლუაში ოფიციალურად წარდგება.
|