ტოტენჰემის მექსიკელ ფეხბურთელ, სანტოსს კლუბის გამოცვლა აქვს გადაწყვეტილი. ახალგაზრდა ფეხბურთელი დიდი ხანია იბრძვის ტოტენჰემში ძირითადი ადგილის დასაკავებლად, მაგრამ მისი მცდელობა ჯერჯერობით უშედეგოა.
მექსიკელი ფეხბურთელისადმი ინტერესი მილანის ინტერმა გამოთქვა და ეს ყველაფერი სანტოსის აგენტმაც დაადასტურა. სანტოსი იჯარის წესით ძალიან ბევრ კლუბში იმყოფებოდა - იფსვიჩში, სანტანდერის რასიგნში, გალათასარაიში, ახლა კი საბოლოოდ აქვს გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილი.
სანტოსის აგენტმა განაცხადა: "ჩვენ გვაქვს არაერთი შემოთავაზება, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. სიმართლეს გეტყვით, სანტოსს ყოველთვის სურდა ლა ლიგასა და სერია A-ში თამაში".
თავად ინტერის მესვეურებმა კი განაცხადეს: "ჩვენ რაც შეიძლება მალე გვინდა დასრულდეს შეთანხმება კლუბებს შორის. ეს ყველაფერი ახლო მომავალში თუ მოხდება ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ტოტენჰემთან მოლაპარაკება არც ისე ადვილია როგორც ერთი შეხედვით ჩანს".
|