"ინტერის” კაპიტანი ხავიერ ძანეტი კომენტარს აკეთებს ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე და აცხადებს, რომ მის გუნდს ყველა ღირსეული მეტოქე ეყოლება.
38 წლის ფეხბურთელის აზრით, არცერთი მატჩი არ იქნება ადვილი. აქვე შეგახსენებთ, B ჯგუფში "ინტერის” გარდა "ლილი”, "ცსკა” და "ტრაპზონსპორი” მოხვდა.
"ჩვენ ამ ბოლო პერიოდში ხშირად გვიწევს რუსებთან მატჩები. რას ვიზავთ, ჯგუფი საკმაოდ მრავალფეროვანია და ვერ ვიტყვი რომ ადვილი გასავლელი იქნება. თითოეული გუნდი თავის მხრივ გაგვაკვირვებს.
მოგვიწევს თითოეული თამაშისთვის ინდივიდუალურად მომზადება. "ლილი” საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონია, თურქეთში გუნდებს შეუდარებლად გულშემატკივრობენ, ხოლო რუსეთთან ხუმრობა არ გაგვივა”.
|