ხავიერ ძანეტი სწორედ ის ფეხბურთელია, ვისაც ნამდვილად აქვს საამაყოდ საქმე. იგი რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების მიხედვით როგორც "ინტერში", ისე არგენტინის ნაკრებში.
"ყველა რეკორდი განსაკუთრებულია, თუმცა მე ორ მათგანს გამოვარჩევდი. პირველი- ჩატარებული მატჩების რაოდენობა მშობლიურ ნაკრებში. ეს განსაკუთრებული მიღწევაა, რადგან არგენტინაში უამრავი ძლიერი მოთამაშეა"- განაცხადა ხავიერმა.
"მეორე რეკორდი- უკვე 12 წელია "ინტერის" კაპიტანი ვარ და ამ გუნდის მაისურით ყველაზე ბევრი მატჩი ჩავატარე. ეს ძალიან ღირსეული მიღწევაა უცხოელისთვის".
|