მილანის ინტერის კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ სანაკრებო პაუზის დროს ჟურნალისტებისთვის მოიცალა და კარიერის განვლილ მონაკვეთზე ესაუბრა.
რამდენიმე წლის წინ ძალიან რეალური შანსი მქონდა რეალში ან ბარსელონაში გადავსულიყავი, თანაც არაერთხელ, მაგრამ გადაწყვეტილებას მუდამ ინტერის სასარგებლოდ ვიღებდი, მჯეროდა, რომ ჩვენი დროც დადგებოდა და მიხარია, რომ ჩემმა არჩევანმა გაამართლა”.
შეგახსენებთ, რომ ძანეტი ინტერში 1995 წელს, 22 წლის ასაკში ბანფილდიდან გადავიდა და საერთო ჯამში ნერაძურის მაისურით 753 მატჩი აქვს ჩატარებული. ამ დროის განმავლობაში მან 5 სკუდეტო, 4 იტალიის თასი და ამდენივე სუპერთასი მოიგო, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგის, უეფას თასის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
|