პარასკევი, 27.06.2025, 11:44
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » აგვისტო » 15 » ძანეტი საუკეთესო დრიბლიორია
14:33
ძანეტი საუკეთესო დრიბლიორია

იტალიელმა სპეციალისტებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ  "ინტერის" კაპიტანი ხავიერ ძანეტი გასული 2011-2012 წლების საუკეთესო  დრიბლიორია. ეს ხუმრობა საულაც არ გახლავთ, რადგან დასკვნა ყველა მატჩზე სკრუპულოზური დაკვირვებისა და გამოთვლების შედეგად იქნა მიღებული. აღმოჩნდა, რომ არგენტინელი ვეტერანი მცველის გარღვევები და მეურვეთა მოტყუების მცდელობათა 59% ეფექტიანი იყო, რითაც საკმაოდ ჩამოიტოვა უკან სხვა კონკურენტები. სწორედ ეფექტიანობა იქნა გამოტანილი პრირველ პლანზე და არა ეფექტურობა, რომელიც მართალია  მაყურებელს უფრო ამახსოვრდება, მაგრამ ფეხბურთში შედეგია მთავარი და არა მოედნის რომელიმე მონაკვეთში გაკეთებული ფინტი, რომლის შემდეგ შეიძლება ბურთი სულაც დაიკარგოს. 
"გაზეტა დელო სპორტმა" ამ საკითხზე კომენტარი ისეთ საფეხბურთო მეტრს სთხოვა, როგორიც არიგო საკია.
არიგო საკი: "გულახდილად გეტყვით, რომ ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი, თუნდაც იმიტომ, რომ ძანეტი კლასიკური გაგებით, არც ფინტომანი და არც დრიბლიორი არ გახლავთ. მეტიც,მის გარღვევებს დრიბლინგთან საერთო არაფერი არააქვს, რადგან შეტევებში ჩართვისას ილ კაპიტანო მეურვესთან მიახლოებას და მის მოტყუებას კი არ ცდილობს, არამედ ახერხებს მაქსიმალურად შორი დისტანციიდან დაუსხლტდეს, ისე მიიტანოს ბურთი მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედნის სიახლოვეს და სიტუაცია გაამწვავოს. სწორედ ამიტომ აქვს მის თამაშს ეფექტი და ასეთი ანალიზის შემდეგ აღარ მიკვირს შედეგი, რომელიც დაიდო".

შემდეგ დონ არიგომ დაამატა: "ძანეტის არ ააქვს ლეო მესივით ჩახუჭუჭებული დრიბლინგი, რომელიც თითქმის სტატისტიკური მდგომარეობიდან ახერხებს რამდენიმე მეტოქის მოტყეუბას, კრიშტიანო რონალდოსავით შეუძლია მაღალი სისწრაფისას უცნაური ცრუ მოძრაობით გააწბილოს მეურვე, მაგრამ არგენტინელს ძალუძს დრიბლინგის უმთავრესი  პრინციპი- მეურვის ჩამოცილებით მოედნის გარკვეულ მონაკვეთში საკუთა გუნდს რიცხობრივი უპირატესობა  შეუქმნას - უხშირესად აამოქმედოს, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვს "ინტერისთვის" და ამითაცაა თანამედროვეობის უდიდესი ფეხბურთელი.

ნანახია: 636 | დაამატა: interelia | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
1 interelia  
1
ჩვენი კაპიტანი... მაგარი ფეხბურთელი და უმაგრესი ადამიანი... ნეტა ახლა იყო 25 წლის, იფ რას გაასწორებდა zanetti zanetti

2 inter  
0
ise burtan ertad magrad miicevs cin gavartyi mesis :D:D:D

3 interelia  
0
mesi vin chemi fekebia :D:D:D::D

4 nerazuri  
0
ZAlian magari mcvelia da kai texnaric aris,bevri magali klasis forvardi ver izavs magas rogorc zanetti atyuebs xalxs...mesi zanetis xela ro gaxdeba mase ver itamashebs rogorc exla:P:D

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აგვისტო 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
300
Copyright MyCorp © 2025    
 Fc.inter