გდანსკში დასრულდა ესპანეთი-იტალიის მატჩი. ჩ ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში გუნდებმა თითო გოლი გაუტანეს ერთმანეთს - 1:1. თავიდან "სკუადრა აძურა” იგებდა, კერძოდ, 61-ე წუთზე პირლოს გენიალური პასის შემდეგ, ანტონიო დი ნატალე დარჩა მეკარესთან პირისპირ და ანგარიში გახსნა, ხოლო 64-ე წუთზე დავიდ სილვას ბრწყინვალე გადაცემა სესკ ფაბრეგასმა აქცია გოლად და 1:1. მომენტები მრავლად იყო და განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა მეორე ტაიმი - შეცვლაზე შესულ ტორესს ორჯერ ჰქონდა ასპროცენტიანი შანსი, თუმცა ვერ გამოიყენა. თავის მხრივ, იტალიელთაგან ბალოტელის, დი ნატალესა და მარკიზიოს შეეძლოთ გატანა, თუმცა ტორესს გაცილებით კარგი მომენტები ჰქონდა. საბოლოოდ, 1:1.