როგორც უკვე იცით, სამუელ ეტო’ო მახაჩყალის "ანჟიში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. მან აღიარა, რომ ამ რუსულ კლუბზე თითქმის არაფერი იცის. შეგახსენებთ, რომ "ანჟი” კამერუნელში ოცდაათ მილიონ ევროს იხდის. თავად ეტო’ო ხელფასის სახით წელიწადში 17-დან ოც მილიონ ევრომდე მიიღებს. ეს ტრანსფერი კამერუნელ ფორვარდს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსს მიანიჭებს.
"ასეთ მდიდარ კლუბში გადასვლა ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ჯერ არ ვიცი, სად მივდივარ. ჩინეთი? აიდაჰო? სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის სულერთია. იმ თანხის სანაცვლოდ, რასაც "ანჟი” მთავაზობს, მზეზეც გავფრინდებოდი. მე ამ კლუბის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი. მის სახელს სწორადაც კი ვერ ვწერ”. მახაჩყალის "ანჟის” შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც რობერტო კარლოსი, იური ჟირკოვი, დიეგო ტარდელი, ჟოაო კარლოსი, ჟუსილეი, ჯუჯაკი და მუბარაკ ბუსუფა არიან.
|