მილანის "ინტერის" თავდამსხმელი სამუელ ეტო'ო მახაჩყალის "ანჟიში" 21 აგვისტომდე გადავა.
ცნობილი გახდა, რომ მხარეები მოლაპარაკებას ტრანსფერის შესახებ დღეს გააგრძელებენ. რუსეთის კლუბის ბოლო შეთავაზება 25 მილიონი ევროა, თუმცა იტალიელები ფეხბურთელს 30 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობენ.
მოსალოდნელია, რომ მხარეები 27-28 მილიონ ევროზე შეთანხმდებიან.
|