მადრიდის "რეალი” ელოდება "ლივერპულისა” და მილანის "ინტერის” შემოთავაზებას არგენტინელის შეძენასთან დაკავშირებით.
ფერნანდო გაგო სულ ახლახან დაუბრუნდა მადრიდის "რეალს”. ფეხბურთელი მის მშობლიურ ქვეყანაში, არგენტინაში იმყოფებოდა.
ესპანური გამოცემა "მარკას” თქმით "ლივერპული” და მილანის "ინტერი” აგვისტოს თვეში შეეცდებიან არგენტინელის შეძენას.
ფერნანდოს ძალიან უნდა მის მშობლიურ "ბოკა ხუნიორსში” დაბრუნება, თუმცა ნახევარმცველი აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ რეალურად 7 მილიონი საკმაოდ ძვირია არგენტინული გრანდისათვის.
|