"ინტერის" მწრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგებზე ისაუბრა:
"რთული ჯგუფი შეგვხვდა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მისი დაძლევა. " ცსკა" ძალიან ძლიერი გუნდია, მე ვიცნობ " ლილს", შეიძლება მათი სახელი არ ჟღერს,მაგრამ მათი სიძლიერე სწორედ ამაშია. " ჯენოაში" მუშაობისას მქონდა შეხება ფრანგულ კლუბთან. რაც შეეხება " ტრაბზონსპორს" , თურქეთში რთული თამაში იქნება."
დამატებითი პრობლემაა ის, რომ " ცსკა–სთან" ხელოვნურ საფარზე თამაში მოგვიწევს და ამასთან ადაპტირება თამაშისას მოგვიწევს.
მოკლე კომენტარი გააკეთა ასევე გუნდის კაპიტანმა:
"საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ დაბალანსებული ჯგუფია და არცერთი მატჩი არ იქნება ადვილი.
შეგახსენებთ, რომ " ინტერი" ბ ჯგუფში მოხვდა " ლილთან", " ცსკასთან" და " ტრაბზონსპორთან" ერთად.
|