"ინტერი" "კიევოსთან" ამხანაგურ მატჩში 2:3 დამარცხდა. მილანელთა მხრიდან თავი მილიტომ და პაცინიმ გამოიჩინეს.მატჩის შემდეგ ჯან პიერო გასპერინიმ ასეთი კომენტარი გააკეთა:
"კარგი მატჩი იყო, შედეგი არ ასახავს იმას რაც მოედანზე ხდებოდა. ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს. შედეგი ცოტა დამაბნეველია, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილი ვარ.
პროგრესი ნამდვილად იგრძნობა. გუნდმა კარგი ტემპით და სიზუსტით ითამაშა. მეორე ნახევარში უბრალოდ არ გაგვიმართლა, შედეგისთვის ბოდიშს ვიხდი,მაგრამ თამაშით კმაყოფილი ვარ. ტრანსფერები? სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სამი დღე დრჩა, მე არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ " ინტერი" ამჟამად ძლიერია და ყოველთვის შეიძლება უფრო გაძლიერებაც, თავდასხმის ხაზი უნდა გაძლიერდეს.რათქმაუნდა მენეჯერები ძალას არ დაზოგავენ. იმედი გვაქვს, რომ " ინტერი" წელს გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე შარშან იყო."
|