მილანის "ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯანპიერო გასპერინიმ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება იტალიის სუპერთასის ეგიდით პეკინში გასამართი მილანური დერბი, მისი მუშაობის ხარისხთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანა ძალიან ნაადრევია. 53 წლის სპეციალისტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი გუნდი მხოლოდ გამარჯვებაზე ითამაშებს.
"ვფიქრობ, რომ დასკვნების გამოტანა ჯერ ძალიან ადრეა. გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მხოლოდ პირველ ოფიციალურ მატჩს ვატარებ და იმის მიუხედავად, როგორ დასრულდება ის, ნურავინ იტყვის რომ კარგად ან ცუდად ვმუშაობ. რაც შეეხება ჩემს პროგნოზს, წინასწარ რაიმეს თქმას ყოველთვის ვერიდები, გპირდებით მხოლოდ იმას, რომ "ინტერი” გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს”, – ამბობს გასპერინი.
|