იტალიური "უდინეზეს” ხელმძღვანელობა გუნდის სლოვენიელი მეკარის, სამირ ჰანდანოვიჩის გასხვისებას არ აპირებს.
კლუბის უფროსობა Sky Sports-თან საუბარში ირწმუნება, რომ 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადებით არავის მოუმართავს. ჰანდანოვიჩის მსურველთა შორის "მილანი”, "ინტერი” და ლონდონის "ტოტენჰემი” სახელდებიან. "უდინეზეს” მფლობელ ჯამპაოლო პოცოს ვაჟი ჯინო ამბობს, რომ სლოვენიელი გუნდში ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება. "ტრანსფერთან დაკავშირებით მას არავინ დაკავშირებია. მსგავსი რამ რომც მოხდეს, ჰანდანოვიჩი ჩვენს კლუბს არ დატოვებს, რადგან ის "უდინეზეს” პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. რაღა თქმა უნდა, სამირის სურვილს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი მიზანი მისი შენარჩუნებაა”, - განაცხადა ჯინო პოცომ.
|