მილანურმა კლუბმა შესაძლოა მოედნის ცენტრი კარგად გააძლიეროს.
მიუხედავად იმისა, რომ "ნერაძური" ამ სატრანსფერო ფანჯრისას უკვე გაძლიერდა ერთი ნახევარმცველით, გაბი მუდიგნაის სახით, მილანელთა ალენატორე, ანდრეა სტრამაჩონი, კიდევ ერთი ფეხბურთელის ყიდვას აპირებს ამ პოზიციაზე. ცნობილი გახდა, რომ ეს პიროვნება "ქალაქელი" დე იონგია.
რობერტო მანჩინიმ დე იონგის "ინტერში" ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო. უახლოეს დროში კლუბები ჰოლანდიელის ტრანსფერზე მოილაპარაკებენ.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელ ჰავბეკს "მან სიტისთან" კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
|